მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი კიდევ ერთხელ დაირეკა. პერანგები მოიხატა, სამახსოვრო წარწერებიც დაიტანეს, მომავლის იმედებიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, მასწავლებლების და მშობლების ცრემლებიც დაიღვარა და ზოგიერთ სკოლაში ალბათ ისევ იმღერეს "გზა დაგვილოცეთ".

თეთრ პერანგებზე დამჩნეული სკოლის კედლებში გატარებული 12-წლიანი მოგონებები სადმე კარადაში, საკიდზე რატომ უნდა დაიმტვეროს? მოხატული პერანგები და მასზე დატოვებული ნოსტალგიური თუ სახუმარო წარწერები ხომ ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ასახავს.

ზუმერული წამოწყება, რომელიც ბოლო ზარის პერანგს NFT კოლექციაში შემოგინახავს

ტექნიკის მაღაზია ზუმერმა გადაწყვიტა, რომ სკოლის მოგონებები ციფრული სამყაროს ნაწილად აქციოს და NFT ხელოვნების ნიმუშებად შემოინახოს. ამ გზით მათზე დატანილი წარწერების წაკითხვა და ნახატების დათვალიერება დაინტერესებულ ადამიანს ნებისმიერ დროს შეეძლება.

პლატფორმა lastbell.io სპეციალურად ამ წამოწყებისთვის შეიქმნა და პირველი 1000 ადამიანის ნამუშევარი, რომელიც საკუთარ პერანგის ფოტოს ატვირთავს, NFT კოლექციის ნაწილი გახდება.

პრიზები დამსახურებული ხელოვანებისთვის

ისიც უნდა ითქვას, რომ 3 საუკეთესო ხელოვნების ნიმუშის ავტორს "მრავალპერანგისზურგნანახი სკოლის დამსახურებული პერსონალისგან და ქართველი სახალხო არტისტებისგან შემდგარი ჟიური" გამოავლენს და დამსახურებულ ხელოვანებს მთავარ პრიზებს გადასცემს, თუმცა არც სხვები დარჩებიან უპრიზოდ.

თუ თვლი, რომ შენი ხელოვნების ნიმუში სხვებისგან გამორჩეულია, უბრალოდ ფოტოს ატვირთვით iPhone 13-ის, Airpods 3-ის, Xiaomi-ს სმარტ საათისა და სხვა საჩუქრების მიღების შანსი გაქვს.

საპატიო ჟიურის წევრები იქნებიან:

  • საქართველოს 2017 წლის საუკეთესო მასწავლებელი — ლადო აფხაზავა;
  • ქართული ლიტერატურის პედაგოგი — თეონა ლომაძე;
  • ხატვის მასწავლებელი — ანი გოგორიშვილი;
  • სკოლის ბუფეტის ყოფილი წევრი — ზოია;
  • სკოლის დარაჯი — გუჯა;
  • NFT-ის მცოდნე — ლევან გელიაშვილი;
  • მხატვარი — გამეზა;
  • და კარიკატურების უბადლო ოსტატი — ზალიკო სულაკაური იქნებიან.

"ზუმერი, როგორც თანამედროვე და ტრენდების სათავეში მყოფი ბრენდი, ამ ფორმით ეხმაურება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას. NFT პროექტების პოპულარულობას მათი უნიკალურობაც იწვევს და ჩვენც გადავწყვიტეთ, ფერხულში ჩავერთოთ. გავაკეთოთ ის, რაც აქამდე საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია. ჩვენი პროექტით აწ უკვე ყოფილ მოსწავლეებს ციფრული მოგონებების შეგროვებაში დავეხმარებით. რაც პერანგზეა, ციფრულ ოკეანეშიც დაიმკვიდრებს ადგილს", — ამბობს ეთო მერებაშვილი, ზუმერის მარკეტინგის ხელმღვანელი.

თუ სურვილი გაქვს, პლატფორმაზე ატვირთე პერანგის ზურგზე დატანილი ხელოვნების ნიმუშის ფოტო 6 ივნისის ჩათვლით, 9 ივნისს კი ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ გაიგებ. დამატებითი ინფორმაციის გაგება lastbell.io-ზე შეგიძლია. გადაუღე ფოტო პერანგის ზურგის ნახატს, ატვირთე ფოტო და გააენეფტე, რას ელოდები?