უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დამოუკიდებლობის დღე ქართულად მოგვილოცა და Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", — წერს ზალუჟნი.

ვიდეოში ქართველი სამხედრო ექიმი, ლაშა ვარშალომიძე საუბრობს რუსულ აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში. ამობს, რომ სურს რამით მაინც დაეხმაროს უკრაინას და ომის დასრულებაზე ოცნებობს.

"რომ მეკითხებიან, სად არის შენი ქვეყანა და სამშობლო, ვპასუხობ, რომ ორი სამშობლო მაქვს: საქართველო და უკრაინა", — ამბობს ის.