ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ როცა ქვეყანა დემოკრატიზაციის გზას დაუბრუნდება, საქართველოს ევროპულ ოჯახში მიესალმებიან. მისი თქმით, დამოუკიდებლობა არ არის მარტივი და ის ბრძოლას მოითხოვს.

"საქართველოს მოსახლეობამ საუკეთესოდ იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში თქვენ ორჯერ გამოაცხადეთ ის, პირველად რუსეთის იმპერიისგან, ხოლო შემდეგ, საბჭოთა კავშირისგან. დამოუკიდებლობა არ არის მარტივი, ის მოითხოვს ბრძოლას და შრომას.

ამ რთულ დროს, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია. ჩვენ, საქართველოს მეგობრები არასდროს ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებსა თუ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმს. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით თქვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაში.

დამოუკიდებლობა, ასევე, ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას შენს აწმყოსა და მომავლის განსაზღვრაზე. ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენს ღირებულებებსა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როცა დემოკრატიზაციის გზას დაუბრუნდებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", — წერს კრამონი Twitter-ზე.