ლიეტუვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკან და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", — აღნიშნულია განცხადებაში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.

ამავე თემაზე: