აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩამოაყალიბებენ ერთობლივ ჯგუფს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების აღრიცხვაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ახალი მექანიზმი, რომელსაც სასტიკ დანაშაულებთა მრჩეველთა ჯგუფი ერქმევა, სტრატეგიულ რჩევებს მიაწვდის და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს უკრაინის გენერალური პროკურატურას. ბლინკენის თქმით, ჯგუფი, ასევე, დააფინანსებს საერთაშორისო პროკურორებისა და სამხედრო დანაშაულების ექსპერტების სხვა გუნდებს, რომლებიც უკვე რეგიონში არიან განლაგებულები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში