ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ლუგანსკის ტერიტორიის 95% ოკუპირებულია და დონბასში სიტუაცია უკიდურესად ცუდია. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვა არ წყდება და ცეცხლის ქვეშაა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი. გაიდაიმ აღნიშნა, რომ სევეროდონეცკი არ ალყაში, ხოლო მიმდებარე ქალაქსა და სოფლებში 15 ათასამდე მოქალაქეა.

გაიდაის განცხადებითვე, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯამში 400 000 მოქალაქე რჩება, რომელთა 99%-ს ტერიტორიის დატოვება არ სურს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში