რა შემთხვევაში ჯარიმდებიან აბონენტები - სილქნეტის განმარტება
სილქნეტი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „WIFI-ზე პაროლის არ გამოყენების შემთხვევაში სილქნეტის აბონენტების 20 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ“ ეხმიანება და მას არასწორს უწოდებს.
როგორც კომპანია განმარტავს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა განსაზღვრულია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც აბონენტის მიერ ხდება მისთვის მიწოდებული საცალო ინტერნეტ მომსახურების შემდგომი პირდაპირი თუ ირიბი გადაყიდვა/გადაცემა სხვა პირებისთვის კომერციული მიზნით:
"აღნიშნული, ბუნებრივია, არ გულისხმობს კომპანიის აბონენტების დაჯარიმებას WIFI მოწყობილობაზე პაროლის არ გამოყენების გამო, როგორც ეს წარმოჩენილ იქნა რიგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ. დამატებით განვმარტავთ, რომ მსგავსი სახის ჯარიმა კომპანიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი აბონენტის მიმართ".
სატელეკომუნიკაციო კომპანია მიიჩნევს, რომ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნული სახით გავრცელებით, საზოგადოება შეცდომაში შედის და ასევე ზიანდება სილქნეტის იმიჯი:
"სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვა კომპანიის მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების შემდგომი გადაყიდვის თაობაზე დაკავშირებულია ისეთ შემთხვევებთან, როდესაც სილქნეტის საცალო ფიზიკური ან/და იურიდიული პირი აბონენტების მიერ ხორციელდება მათთვის მიწოდებული საცალო სააბონენტო ინტერნეტ პაკეტების შემდგომი გადაყიდვა გამაძლიერებელი ანტენების საშუალებით მესამე პირებზე, კომერციული მიზნით, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან".
კომპანიის განცხადებით, ასეთი საქმიანობა ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ხოლო მსგავსი სახის საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას პირველ ჯერზე 5 ათასი ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელმაც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის უნდა გამოიყენოს მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება, ანუ მას არ შეიძლება ყავდეს თავისი აბონენტები.
სილქნეტი აცხადებს, რომ ხშირად სილქნეტის აბონენტები კორპუსის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ მათი პაროლით, რაც ინტერნეტ მომსახურების ხარისხის გაუარესებას იწვევს.
კომპანიის განცხადებით, აბონენტები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი (მაგალითად სასტუმრო), ხანდახან სარგებლობენ ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი საცალო სააბონენტო პაკეტით და Wi-Fi მოწყობილობით მთელ დაწესებულებას ამარაგებენ ინტერნეტით, აღნიშნული მომსახურების ფასი კი გათვალისწინებული აქვთ სასტუმროს ნომრის ღირებულებაში:
"აღნიშნული ქმედება როგორც აღვნიშნეთ იწვევს ინტერნეტ ხარისხის მკვეთრ გაუარესებას/ვარდნას/წყვეტას, რის თაობაზეც შემდეგ ეს აბონენტები თავადვე მომართავენ კომპანიას საპრეტენზიო წერილებით, საჩივარი შეაქვთ მარეგულირებელ კომისიაშიც. პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანიის საცალო აბონენტები, მათთვის მიწოდებულ ინტერნეტ მომსახურებას იყენებენ ე.წ. ინტერნეტ კაფეებისთვის და ახდენდნენ მათთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების შემდგომ გადაყიდვას".
სილქნეტის თქმით, მისი მოვალეობაა, დაიცვას მომხმარებლის უფლება, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და აირიდოს საჩივრები.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები