აშშ-ში კალათბურთის მატჩებზე ვარსკვლავების დანახვა არავის უკვირს. მატჩების ახალი ვარსკვლავი მომღერალი ადელია, რომელიც ნახევარი წელია, თამაშებს აქტიურად ესწრება. მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე მყოფი ადელი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, ტვიტერზე ახალი "მიმდინარეობაც" კი გაჩნდა — ადამიანები ადელის გამომეტყველების ყოველი ცვლილების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს დებენ და ხშირად მიმებსაც კი აკეთებენ.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ადელის სახალისო რეაქციები მუდამ ყურადღების ცენტრშია და ხუმრობების შთაგონების წყაროც მალევე ხდება.

ზოგჯერ კალათბურთზე მეტად ადელი სიმღერებით ერთობა და აცეკვებას არაფერი უკლია:

როცა ადელსა და კალათბურთზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ვიდეო, რომელშიც მატჩზე მყოფი მოწყენილი ადელი აქეთ-იქით იყურება.

ვიდეომ 30 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა და ასობით მიმის შთაგონების წყარო გახდა:

"როცა ჩემს მშობლებთან ერთად ფილმში სექსის სცენას (არ) ვუყურებ"

"ვცდილობ, ჩაიდანს არ შევხედო, რომ უფრო სწრაფად ადუღდეს"

ადელის კალათბურთის მატჩზე გამოჩენას ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება — კალათბურთის ფანებიც და ადელის ფანებიც.

ამავე თემაზე:

კალათბურთის მატჩზე ადელს არაფერი უქნია, მაგრამ მიმად მაინც იქცა