როცა სექსმუშაკი ქალების სერიულ მკვლელს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს — ალი აბასის "წმინდა ობობა"
წმინდა ობობა კანის კინოფესტივალის წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი დანიაში მცხოვრები ირანელი სცენარისტის და რეჟისორის, ალი აბასის ტრილერია.
2000-2001 წლებში ირანში სერიულმა მკვლელმა საკუთარი ქალაქის "ცოდვისაგან გაწმენდის" იდეით 16 სექსმუშაკი ქალი მოკლა.
სწორედ ეს რეალური, მიზანმიმართული ნადირობა აქცია ფილმად 2018 წელს "განსაკუთრებული ხედვის" სექციაში გამარჯვებულმა რეჟისორმა.
ფილმის პრემიერის დღეს წითელ ხალიჩაზე დაუგეგმავად და დირექციასთან შეუთანხმებლად ფემინისტების ჯგუფმა დრამატული სცენა დადგა: ქალებმა მთავარ კიბეზე დიდი ზომის თეთრი ფორმატი გაშალეს, რომელზეც საფრანგეთში 2021 წლის ფესტივალიდან დღემდე მომხდარი ფემიციდის შემთხვევების 129 მსხვერპლი ქალის სახელი და გვარი ეწერა.
დაცვის სამსახურმა იმპროვიზებულ პროტესტს ხელი ვერ შეუშალა.
ალი აბასი სერიული მკვლელის, 50 წლის საიდის (მეჰდი ბაჯესტანი) ყოველდღიურობას გვაცნობს: საიდის ურთიერთობა ცოლთან და შვილებთან; საიდი სახლში, აბაზანაში, პიკნიკზე, საიდი ლოცვის დროს; ვხედავთ, თუ როგორ გარდაისახება ხოლმე ის მსხვერპლის სურვილის ჟინით შეპყრობილი და როგორია მისი თანმიმდევრული მოქმედება მკვლელობისას.
რეალურ ისტორიაში გამოგონილი პერსონაჟი, ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი, რაჰიმი (ზარ ამირ ებრაჰიმი) დანაშაულის ადგილას თეირანიდან ჩადის და პოლიციის მხარდაჭერის გარეშე იქაურ კოლეგასთან ერთად საკუთარ გამოძიებას იწყებს.
რეჟისორის ოსტატობის გამო, რომელიც თემის მიუხედავად, პლაკატურობის გვერდის ავლას მარტივად ახერხებს, სასტიკ ამბავში პერიოდულად იუმორიც იჩენს თავს. ერთი ასეთი სცენაა, როდესაც მკვლელის მცირეწლოვანი შვილი საცხოვრებელი სახლის ოთახში ძირს დავარდნილ მოკბეჩილ ვაშლს აღმოაჩენს, რომელზეც წინა საღამოს მოკლული თურმე ორსული სექსმუშაკის წითელი პომადის კვალია.
რეჟისორი ამბობს, რომ ეს არაა ფილმი სერიული მკვლელის შესახებ, ეს — ქალთმოძულეობის თემაა.
ასეა, რადგან მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ საბოლოოდ, დანაშაულში მხილებულ მკვლელს უამრავი მხარდამჭერი აღმოაჩნდება. მისი მისიით მოხიბლული მეზობლები დაკავებულის ოჯახს ეხმარებიან და გვერდში დგომას ჰპირდებიან; მეზობელი მაღაზიებიდან მათ პატივისცემის ნიშნად სურსათს უგზავნიან. მეტიც — ციხესთან მისი მხარდამჭერი აქციებიც იმართება.
ტოტალიტარულ სახელმწიფოში სექსმუშაკების მკვლელობის მიმართ პოლიცია გულგრილია, საზოგადოების ერთი ნაწილი — ცოდვისაგან ქალაქის გაწმენდის მომხრე; მსხვერპლთა მშობლებს კი მოკლული შვილების რცხვენიათ და ჩუმად არიან. განაჩენი ეჭვქვეშაა. თუმცა, ამასობაში, ირანში არჩევნები ახლოვდება. რას შეცვლის ის?
ალი აბასის საკონკურსო ფილმს უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუ რა ადგილს დაიკავებს წლევანდელი კონკურსის გამორჩეული კინოსურათი, ამას 28 მაისს გავიგებთ.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები