დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ეროვნული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაში მოქალაქეებთან ერთად ბიზნესებიც ერთიანდებიან. მათ შორისაა ალტა, ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც, ტრადიციულად, 26 მაისს მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასებს და უამრავ საჩუქარს სთავაზობს.

სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ალტას ნებისმიერ მაღაზიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია თანხა ვაუჩერის სახითაც დაიბრუნოთ.

და მაინც, როგორი ფასდაკლება დაგხვდებათ ალტაში?

სმარტფონები

თუ გსურს დამოუკიდებლობის დღეს ახალი სმარტფონით შეხვდე, ალტას შენთვის განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს. აქ ფასდაკლებები და საჩუქრები ნებისმიერი საფასო სეგმენტის სმარტფონზე ვრცელდება.

გარდა ამისა, მათ, ვისაც ტექნიკის განვადებით შეძენა სურს, შეუძლია 5%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლოს. Trade In აქციით კი კონკრეტული მოდელების შეძენის შემთხვევაში, ალტასგან საჩუქარსაც მიიღებთ. მაგალითად, Samsung S22-ის ყიდვის შემთხვევაში, Samsung Buds 2 უსადენო ყურსასმენით დასაჩუქრდებით.

Trade In აქცია ძველის ახლით შეცვლას გულისხმობს, ასე რომ თუ ალტას მაღაზებში მიიტანთ ძველ სმარტფონს, ახალ მოდელებზე 320 ლარიდან ფასდაკლებას მიიღებთ.

ლეპტოპები

ფოტო: ალტა

ალტა მაღალი ხარისხის ტექნიკის გარდა, დაბალი ფასებითაც გამოირჩევა. აქ ლეპტოპის შეძენას 999 ლარიდან შეძლებთ. დამოუკიდებლობის დღისთვის კი კომპანიამ ფასდაკლებები და საჩუქრები დააწესა ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Lenovo, Asus, Dell, HP.

ტელევიზორები

ფოტო: ალტა

ალტაში ტელევიზორების კატეგორიაში წარმოდგენილია ფასდაკლებები ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: Samsung, Sony, TCL. მაგალითისთვის, Samsung-ის Neo QLED ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში 2900 ლარიან ვაუჩერს მიღებთ, Sony-ის ტელევიზორის შეძენისას კი 1000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ფოტო: ალტა

ალტაში 26 მაისისთვის 40%-მდე ფასდაკლება ვრცელდება წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე; მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შენაძენზე კი 900 ლარამდე ვაუჩერს მიიღებთ. ამ პროდუქტებზე მოქმედებს განვადებაც.

ფოტო: ალტა

26 მაისიდან ალტას მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება სეზონის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები — კონდიციონერები 779 ლარიდან.

აქსესუარები

ფოტო: ალტა

მაღალი ხარისხის აქსესუარები ტექნიკის მოყვარულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. სწორედ ამიტომ ალტა ყურსასმენებზე, სმარტ საათებზე და სხვა აქსესუარებზე 50%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. ამ კატეგორიაში ფასდაკლებები ვრცელდება ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა Apple, Samsung, Sony, JBL და სხვები.

შეთავაზებები ძალაშია 29 მაისის ჩათვლით. შემოთავაზებული აქციებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ალტას მაღაზიათა ქსელში, ასევე ვებსაიტზე www.alta.ge

აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის ტექნიკა მოწოდებულია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობისგან: Samsung, Apple, Asus, Sony, Microsoft, TCL, Xiaomi, AEG, Electrolux, Whirlpool, Philips, Panasonic, Canon, HP და სხვა, შესაბამისად ყველა სახის პროდუქციაზე ვრცელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია და მომსახურება.

ალტას მაღაზიებს შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.