უკრაინიდან ლტოლვილებს ისრაელში ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცემათ. ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება საელჩოსა და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შედეგია.

"უკრაინის საელჩო ადგილობრივი კანონმდებლობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას მიესალმება. უკრაინელებს საშუალება მიეცემათ ლეგალურად იმუშაონ ისრაელში და იყვნენ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება და ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ", — ამბობენ საელჩოში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად პროცედურულ საკითხებზე მუშაობს მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ შსს-მ უკრაინიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს ისრაელში ყოფნის ვადა30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.