პარტია ლელოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ დააინფიცირეს რეზოლუცია, რომლითაც უნდა შეფასდეს რა ჩაიდინა რუსეთმა უკრაინაში. მისი თქმით, რეზოლუცია ჯერ კიდევ არ არის განხილული. "გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, არ იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას?" — ჰკითხა მან ქართული ოცნების წევრებს.

"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაინიცირეთ ამ პარლამენტში რეზოლუცია. ამ რეზოლუციაში მოგიწოდეთ, რომ შეფასება გაუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. მაინტერესებს, აქ რომ სხედხართ, გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკვებილი ადამიანები ხართ, რომლებსაც ღირებულებები აღარ შეგრჩათ, მაგრამ გაუპატიურებული ქალები და ბავშვები ბუჩაში, არ იმსახურებენ, თქვენი აზრით, თქვენს მხარდაჭერას?

ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ვიტყვით ნათლად, რომ ის, რასაც რუსეთი დღეს, უკრაინაში სჩადის, ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს? რატომ არ შევიდა დღის წესრიგში დღემდე, პარლამენტში ამ რეზოლუციაზე მსჯელობა? უბრალოდ არ გრცხვენიათ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას რომ დგებით?" — თქვა სამადაშვილმა პარლამენტში.

ლელომ 7 აპრილს უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. სალომე სამადაშვილი მაშინაც აღნიშნავდა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველოს პარლამენტს უკრაინასთან დაკავშირებით, არცერთი დოკუმენტი არ მიუღია.