"ძალიან მინდა, ბატონი ალეკო ომი პარტიის წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი მოქალაქეების ლიდერის განცხადებას, რომ საქართველომ უკრაინას საბრძოლო იარაღი უნდა მიაწოდოს.

სუბარის თქმით, ყველაფერი გასაგებია მაშინ, როდესაც უკრაინას იარაღს აწვდიან ქვეყნები, რომელსაც "NATO-ს ქოლგა იცავს". მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია ქვეყანაზე, რომლის 20% ოკუპირებულია.

"ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომლებსაც ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ამით თავისი ინტერესები დაიკმაყოფილონ და ამის განცხადებები მათ გააკეთეს. როდესაც ქვეყანაში გვყავს მე-5 კოლონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ომში იყო ჩათრეული და არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ქვეყნის გარეთაც ბევრია მოსურნე იმ ოკუპანტი ქვეყნის გარდაც, რომ საქართველო ომში იქნეს ჩათრეული, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს, მემგონი, გასაგებია. ძალიან მინდა, რომ ამ შემთხვევაში ბატონი ალეკო არ გახდეს ომი პარტიის წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს", — თქვა მან.

ელისაშვილმა დღეს, 24 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას საბჭოთა შეიარაღებით უნდა დაეხმაროს და დასძინა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის დახმარების სურვილი უბრალოდ არ აქვს.