თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფია და დროის გადანაწილება რთული, კომფორტული გახდა მულტიტასკინგი, ანუ სხვადასხვა აქტივობის ერთად კეთება. როცა საჭესთან ზიხარ, რიგში დგახარ თუ ვარჯიშობ, შენთვის საინტერესო საკითხებზე კომპეტენტური აზრის მოსმენა ნაყოფიერს ხდის ამ დროის მონაკვეთს. სწორედ ამიტომაც, ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და საინტერესო გახდა პოდკასტები. ნელ-ნელა ქართული ბაზარიც წამოეწია ამ ტენდენციას.

განათლების ცენტრი LEAF-ისა და საერთაშორისო აკადემია ლოგოსის გუნდმა ახალი პროექტი წამოიწყო: "პოდკასტი შენთვის". ამ პოდკასტში მოუსმენ ცნობისმოყვარე ადამიანებს უამრავი პასუხით უამრავ კითხვაზე. პოდკასტის თანაწამყვანები ამ კომპანიების დამფუძნებლები არიან, განათლების სპეციალისტები, გიორგი ჩავლეიშვილი და ქეთევან ბაცანკალაშვილი.

საუბრობენ თანამედროვე ტენდენციებზე, ანგრევენ არასწორ წარმოდგენებს და განიხილავენ წარმატებას ყველა რაკურსით. მოისმენთ უამრავ სასარგებლო რჩევას კომპეტენტური ადამიანებისგან და ბევრ სიახლესაც აღმოაჩენთ.

"პოდკასტი შენთვის" ნებისმიერი ცნობისმოყვარე ადამიანისთვისაა.

მაგალითად, NFT დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხია. მეოთხე ეპიზოდში პასუხობენ კითხვებს რა არის NFT? ვინ და რაში შეიძლება გამოიყენოს? რა სისტემითაა დაცული და რა ფინანსური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს? ამ ეპიზოდის სტუმარია მაშო მარგიშვილი, ილუსტრატორი, დიზაინერი და "მაშოვერსის" შემქმნელი. მაშოს აქვს რამდენიმე თვიანი გამოცდილება NFT ზე მუშაობის და გვიზიარებს მნიშნველოვან ასპექტებს.

ერთ-ერთი ეპიზოდის თემაა "სად იწყება წარმატება თინეიჯერებისთვის?". გიორგისთან ერთად ლოგოსის მოსწავლეებიც საუბრობენ, რა არის წარმატება თინეიჯერისთვის, როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი არაჯანსაღ გავლენებს, როგორ შეიცვალა წარმატების დეფინიცია ახალი თაობისთვის…

ასევე, გთავაზობთ ეპიზოდს, სადაც განიხილავენ მეტავერსს. ამ სიტყვის გაგონებაზე ბევრ ჩვენგანში დიდი ინტერესი და უამრავი კითხვა ჩნდება. მეტავერსი არის სრულიად ახალი სამყარო, სადაც ზღვა ახალი შესაძლებლობები იხსნება.

გიორგი და ქეთი შეეცდებიან მოგამზადონ ამ პროცესისთვის და მოგამარაგონ ინფორმაციით.

ერთი სიტყვით, "პოდკასტი შენთვის" ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კომფორტული გზაა.