წესით, ჩვენს ყოველდღიურ რაციონში შემავალი კერძების შესახებ დიდ კვლევებს არ ვატარებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროდუქტების სარგებლიანობაში ეჭვი არ გვეპარება, მათ შესახებ დამატებით ფაქტებს არ ვამოწმებთ. თუმცა ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ისეთი თვისებები შეიძლება ჰქონდეს, რასაც ვერასდროს იფიქრებდი.

სტატიაში 8 საინტერესო ფაქტს გიზიარებთ იმ საკვები პროდუქტების შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურობაში იყენებ. სტატია დაგარწმუნებს, რომ ყველაზე ნაცნობი პროდუქტების შესახებაც კი ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გცოდნია.

1. ერთი და იმავე ფუტკრების მიერ დამზადებული თაფლის ფერი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს, რაც სეზონსა და ყვავილებზეა დამოკიდებული

ფოტო: Reddit

2. გიგანტური სოკოს სახეობა, სახელად Puffball (ფშუკურა), შეიძლება 20 კილოგრამამდეც კი გაიზარდოს და მისმა დიამეტრმა 150 სანტიმეტრი შეადგინოს

ფოტო: Reddit

3. ზოგ ადამიანს თვითმფრინავის საკვები უგემურად იმიტომ ეჩვენება, რომ მშრალი ჰაერი და წნევა რეცეპტორების მგრძნობელობას აქვეითებს

ფოტო: Reddit

4. არაყი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა, რომელიც ნარჩენებს, ჭუჭყსა და ცხიმს მარტივად ასუფთავებს

ფოტო: Reddit

5. ყავისფერი და თეთრი შაქარი შემადგენლობის თვალსაზრისით ერთნაირია, რადგან ნივთიერება, რომელიც თეთრი შაქრის რაფინირების პროცესის დროს გამოიყოფა, შემდეგ უკან ემატება

ფოტო: Reddit

6. აი, სწორედ ასე იზრდება ანანასი

ფოტო: Reddit

7. მაიას ცივილიზაცია კაკაოს მარცვლებს ვალუტად იყენებდა

ფოტო: Reddit

8. წყალში ჩაგდებისას ახალი კვერცხი იძირება, ხოლო თუ ძველია, მაშინ ზედაპირზე ამოტივტივდება

ფოტო: Reddit