ქართული ოცნების დეპუტატის ბექა დავითულიანის თქმით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, შესაძლოა, რუსეთისთვის მწვანე შუქი იყოს. მისი თქმით, ეს რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც "ასპარეზის დათმობა".

"საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც უნდა მიენიჭოს აუცილებლად, ჩემი აზრით, სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს", — თქვა მან ფორმულასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს თუ არა, დავითულიანმა უპასუხა, რომ თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. მისივე თქმით, სასამართლოს რეფორმას რაც შეეხება, მათ გააკეთეს.

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე რა შენიშვნა აქვთ, რეფორმა სჭირდებათ, თუ რა სჭირდებათ, კონკრეტულად უნდა გვითხრან და როცა გვეტყვიან, რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა გაქვთ... მაგალითად სასამართლო რეფორმა — რა უნდათ ამ სასამართლო რეფორმიდან? ... ჩვენ ვამბობთ, რომ გაკეთდა", — ამბობს ის.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს და უკვე შეავსეს კითხვარიც.