ზოგიერთი ადამიანი თანდაყოლილი ნიშნით იბადება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ხშირად თანდაყოლილი ნიშანი ადამიანებს პრობლემებს სულაც არ უქმნის, საზოგადოების რეაქციის გამო ისინი ამას "ნაკლად" აღიქვამენ ხოლმე და უჭირთ, ეს ინდივიდუალურ, გამორჩეულ მახასიათებლად მიიღონ. თუმცა ამერიკელი ქალი, რომლის შვილიც თანდაყოლილი ნიშნით დაიბადა, ყველას საპირისპიროს უმტკიცებს.

ნიკოლი დღეს ბედნიერი და ამაყი დედაა, რომელსაც განსაკუთრებული შვილი ჰყავს. მისი პატარა, რომელიც თანდაყოლილი ნიშნით დაიბადა, ჯანმრთელი და ბედნიერია. დედამ კი შვილის ფოტოების გაზიარებით სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი მოწონება და სიყვარული უკვე დაიმსახურა.

პატარას, რომელიც უკვე 13 თვისაა, დაბადებისას მელანოციტური ნევუსის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლები მის ჯანმრთელობაზე თავიდან ღელავდნენ, თუმცა ექიმების თქმით, ამ დიაგნოზში საშიში არაფერია და პატარა უბრალოდ თანდაყოლილი ნიშნით გაიზრდება.

მელანოციტური ნევუსი არც ისე გავრცელებული დიაგნოზია და ის დაახლოებით 50 ათასიდან ერთ ბავშვს შეიძლება დაუდგინდეს. პატარას უფროსმა ძმამ მათ შორის არსებული განსხვავებები უკვე შენიშნა, თუმცა ეს მას არანაირ პრობლემას არ უქმნის.

ფოტო: Instagram

იმისათვის, რომ პატარა გოგო სამომავლოდ არასახარბიელო კომენტარების მსხვერპლი არ გახდეს, დედამ მისი ისტორია უკვე ყველას უამბო. ეს ამბავი ყველას აჩვენებს, რომ "განკურნების" საუკეთესო გზა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და იმის გაცნობიერებაა, რომ 13 თვის პატარა ჯანმრთელი და ბედნიერია.

ნიკოლს კი უკვე 300 ათასი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მას მხარს უჭერენ და ყოველდღიურად დიდ სიყვარულს ჩუქნიან. თუ როგორია დედა-შვილის ყოველდღიურობა, ამას შემდეგი ფოტოებიდან გაიგებ:

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram

ფოტო: Instagram