ინოვაციური ფერმა და საწარმო "Georgian Fish and Caviar" საწყის ეტაპზე ექსპერიმენტული სტატუსის მიუხედავად, დიდი ხანია საქართველოში, როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასებსა და იმპორტის მოცულობაზე დიდ გავლენას ახდენს.

მალხაზ შუბალიძის მიერ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კომპანია უკვე მზადაა, ახალ მთავარ ტექნოლოგიურ ოფიცერთან, ლერი ჭიჭინაძესთან ერთად, გლობალურ ბაზარზე არსებულ ბიზნესებს გაუწიოს კონკურენცია.

ინტენსიური წყალმომარაგების მეურნეობა 4 ჰექტარზე ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდა და მისი მოდერნიზაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. ფერმერები ამჟამად ოთხი განსხვავებული სახეობის თევზზე ზრუნავენ.

ფერმაში ნახავთ ერთ-ერთ ველურ სახეობას – კოლხურ ზუთხს. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, შეიქმნა რეალურ საცხოვრებელ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, რაც გადაშენების პირას მყოფი სახეობის გამრავლების საშუალებასაც კი იძლევა. ფერმერებმა უკვე შეძლეს ასობით ახალი სიცოცხლის შექმნა. მათ შეიმუშავეს ხიზილალის მიღების ახალი გზაც, რომლითაც თევზების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ მეთოდითა და მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციით, როგორიცაა Biomar, Skretting და Coppen, საწარმოში მზადდება წითელი და შავი ხიზილალა, რომლებსაც დასამახსოვრებელი გემო გამოარჩევს.

კომპანია ორ წელზე მეტია მუშაობს მაღალმთიანი აჭარის მდინარეებში კალმახის პოპულაციის გაზრდაზე. ეს ეროვნული ინიციატივაა, რომლის მიზანიც მდინარეებზე არსებული ჰესების მიერ მიყენებული ზარალის შემცირებაა.

აჭარის მდინარეების რიცხვს სულ მალე გურიაც შეუერთდება.

Georgian Fish and Caviar არსებული საწარმოს გაფართოებასა და კოლხური ზუთხის ფერმის შექმნას გეგმავს. მალხაზ შუბალაძის თქმით, ამ სფეროში მისი ყველაზე დიდი მიღწევა ამ სახეობაზე დაკვირვება და მისი შთამომავლობის შენარჩუნება იქნება.

კომპანიის წარმატება არაერთი ბიზნესისთვის მოტივაცია აღმოჩნდა. Georgian Fish and Caviar-ის გუნდი მუდმივად მზადაა, დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო რჩევებითა და კონსულტაციით, რადგან მათ ერთი მიზანი, საქართველოს აკვაკულტურის განვითარება, აერთიანებთ.