"#არაქალთკვლა — დღეს ამაზე მეტს არ ვიტყი" — ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს და 21 მაისს თბილისში ქალების მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებს.

21 მაისს თბილისში ქმარმა ცოლი ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა. საქალაქო სასამართლომ კაცს პატიმრობა შეუფარდა.

დღეს კი ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. შსს-ს ინფორმციით, კაცი დაკავებულია. როგორც On.ge-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში განუცხადეს, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.