ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ, TIME-მა, 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაასახელა.

დემნა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის სახლის, ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელია. რამდენიმე წლის წინ მან ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად ცნობილი ბრენდი Vetements-იც შექმნა.

აღსანიშნავია, რომ თავად ბალენსიაგა TIME-ის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის მოხვდა. ბალენსიაგა, რომელიც 1919 წელს დაფუძნდა, პირველად სწორედ დემნას ხელმძღვანელობისას აღმოჩნდა TIME-ის დასახელებულ ყველაზე გავლენიან კომპანიებს შორის.

100 გავლენიან ადამიანს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი, ზენდეია, ენდრიუ გარფილდი, ტაიკა ვაიტიტი, კრის ჯენერი და სხვები მოხვდნენ.