გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის, დევიდ ბისლის თქმით, თუ ოდესის პორტი არ გაიხსნება, შესაძლოა გლობალური სასურსათო კრიზისი გაუარესდეს. მან განმარტა, რომ ამჟამად მსოფლიო სურსათის ფასების პრობლემის წინაშე დგას.

გაეროს წამომადგენლის თქმით, 43 ქვეყანაში 49 მილიონი ადამიანია, რომლებიც შესაძლოა შიმშილობის წინაშე აღმოჩნდნენ. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მან აღნიშნა, რომ მსოფლიო შიმშილის, დესტაბილიზაციისა და მასობრივი მიგრაციის წინაშე აღმოჩნდება, თუ პრობლემას წინ არ აღვუდგებით.

ბიზლიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე საკმარისი ლიდერია შეკრებილი იმისთვის, რომ მსოფლიოში შიმშილი დასრულდეს.