პოლონეთის მთავრობამ რუსეთთან დადებული გაზის მიწოდების შეთახნმების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა.

"პოლონეთი აუქმებს 1993 წლის მთავრობათაშორის შეთანხმებას იამალის მილსადენზე. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების სისწორე რუსული გაზისგან სრული დამოუკიდებლობის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ გაზპრომი არ არის სანდო პარტნიორი", — ამბობს ის.

შეთანხმება მოიცავდა გაზის მიწოდებას იამალის მილსადენით, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას, რომელიც უზრუნველყოფდა პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტს.