უკრაინაში რუს სამხედროს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ.

21 წლის ჯარისკაცმა თავისი დანაშაული კიევის სასამართლო პროცესზე აღიარა და უკრაინელ ქვრივს სთხოვა, რომ მისთვის ქმრის მკვლელობა ეპატიებინა.