თეა წულუკიანი

22 May. 2022, 21:27

დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, რომ ყოველდღე კომენტარები აკეთონ იმაზე, სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა. ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ, ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული, შევწყვიტოთ.

იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყვანან ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, გვყვანან ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატები.

კულტურის მინისტრმა კიდევ ერთხელ ირონიულად და კრიტიკულად მოიხსენია აშშ-ის ყოფილი ელჩი და ევროპარლამენტარი, რომლებიც მმართველ გუნდს აკრიტიკებენ. ამის შესახებ მან იმედთან განაცხადა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…