თანაავტორი ხოშტარიაა, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაჯღაპნა — ღარიბაშვილი CEPS-ზე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის, CEPS-ის კრიტიკულ სტატიის თანაავტორი ელენე ხოშტარიაა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს "ვინ რა დაჯღაპნა".
"რომლის თანახელმომწერი თუ თანაავტორი არის ელენე ხოშტარია? ასეა, მე ასე გავიგე. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაპნა. ეს არის მორიგი დადასტურება ინფორმაციისა, რაც მე გითხარით, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რამენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული", – თქვა მან.
CEPS-მა გუშინ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია საქართველოს შესახებ, სადაც წერდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მთავრობის მხრიდან სიმბოლურია და სინამდვილეში მათ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება სურთ. ორგანიზაცია წერდა, რომ უკვე გამოაქვეყნეს მსგავსი სტატიები უკრაინასა და მოლდოვაზე და ევროკავშირმა უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი ორივე ქვეყნას.
CEPS-ის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს წევრის სტატუსი მისცეს, საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელიცაა დემოკრატიული კულტურა და დემოკრატიული სასამართლო სისტემა. მათი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაჩქარევია.
ორგანიზაცია წერს, რომ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება დამაზიანებელია ისეთ დროს, როცა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის სასამართლოს მაღალი ევროპული სტანდარტი უნდა აჩვენოს. CEPS-ის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია, ჩაერიოს მაღალი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მედიის წამყვან ფიგურებს ეხებათ.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები