თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ის ქალს ავტობუსში, შვილების თვალწინ დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაცი ადგილზე დააკავეს. როგორც უწყებაში On.ge-ის უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლით მიმდინარეობს, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაზე.