ევროკავშირი საქართველოს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

კერძოდ, დღეს, 5 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას - "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF).

ევროკიმისარმა პრემიერმინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვდერისას, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილა.

პრემიერმინისტრმა ევროკომისარს ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები.