19 მაისს საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა თემაზე — "გამძლეობა და აღდგენა: გამოწვევები უკრაინასა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისთვის". აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შვიდი ქვეყნის (უკრაინის, ამერიკის, იტალიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის) უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე მთავარ მომხსენებელი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახლდათ.

ფოტო: საბაუნი

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ომისადმი წინააღმდეგობის გაწევის, ომის შემდგომ განახლებისა თუ აღმშენებლობის საქმეში უნივერსიტეტების სტრატეგიის საკითხებსა და როლს.

როგორც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა — ვაჟა ვარდიძემ განაცხადა, ყურადღება დაეთმო ყველა იმ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამ მიზნით, კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსტიტეტების წარმომადგენლებმა უკრაინის უნივერსიტეტების პროფესორებს საკუთარი პრაქტიკა გაუზიარეს. შერეულ ფორმატში, აღნიშნული საკითხის განხილვისას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მთავარ ამოცანებად ფსიქო-ემოციური ფონის დაძლევა, საზოგადოების ხელახალი ფორმირების ხელშეწყობა, კადრების მომზადება-გადამზადების საჭიროება , საერთაშორისო პარტნიორების, უნივერსიტეტების მხარდაჭერის გაძლიერება დასახელდა.

"მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავდა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო", — აღნიშნა უკრაინის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნატალია იაკუმეცმა.

ფოტო: საბაუნი

ფოტო: საბაუნი

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა გამოწვევეის წინაშე ვდაგავართ მსოფლიოს უნივერსიტეტები მიმდინარე ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. შვიდი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ არსებული გამოწვევები და გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტებს შორის და აგრეთვე გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს", — აღნიშნა „ნოტრ დამის“ უნივერსიტეტის (ამერიკა) პროფესორმა, კლემენს სედმაკმა.

კონფერენცია 18-19 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.