რუსული კოსმოსური თანამგზავრი, რომელზეც Z სიმბოლო იყო გამოსახული, გაშვებიდან 20 დღეში ატმოსფეროში დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Unian ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაკდაუელზე დაყრდნობით წერს, რომ Kosmos-2555-ს 18 მაისს ორბიტალური მანევრები უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსული სამხედრო თანამგზავრი დაეცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქამდე აცხადებდა, რომ აფრენის შემდეგ სატელიტთან კონტაქტი დაამყარეს და ის გამართულად მუშაობდა. თუმცა The Insider-ის ინფორმაციით, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Cosmos-2555 არ გადასცემდა რადიოსიგნალებს.

მედიის განცხადებით, რუსულ ჯარს სატელიტური თანამგზავრები დაზვერვისთვის სჭირდებათ. ამასთან, ძველი სატელიტები უკვე ასრულებენ ფუნქციონირებას, ხოლო სანქციების გამო ახალი მოწყობილობების შექმნა და გაშვება პრობლემების წინაშე დგას.