გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში გრილი, ქარიანი, ზოგან კი ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული. მათივე ცნობით, 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება და შედარებით დათბება.

სააგენტოში 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კი ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მათივე ცნობით, 22-23 მაისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება. 23 მაისის დღის მეორე ნახევარში კი ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ასევე, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.