ჩინური სოციალური ქსელი Weibo გუჩისა და ადიდასის თანამშრომლობით შექმნილმა ქოლგამ დაიპყრო, რომელიც 11 000 ჩინური იენი ($1 649) ღირს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ჩვეულებრივი ქოლგა კი არა, "მზის ქოლგაა", რომელიც წყალგამძლე არაა — მას წვიმის დროს ვერ გამოიყენებთ.

ქოლგა გუჩისა და ადიდასის ახალი საერთო კოლექციის ნაწილია, რომელიც გაყიდვაში 7 ივნისიდან ჩაეშვება. კომპანიების მიხედვით, ქოლგას მზისგან დამცავი და დეკორატიული დანიშნულება აქვს, ამიტომ წვიმის დროს ის არ უნდა გამოიყენოთ.

ქოლგას ჩინეთის სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილმა მას "უსარგებლო მოდური ნივთი" უწოდა.

"მანამ, სანამ ღარიბი ვარ, ასეთ რამეს ვერ შემომასაღებენ", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

მომხმარებლების მეორე ნაწილი თვლის, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიმდიდრის სხვებისთვის ჩვენება უნდათ, პრაქტიკულობაზე დიდად არ ფიქრობენ. შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, თუ ქოლგას მისი მყიდველი ეყოლება.