ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვიოლა ფონ კრამომა, "ვერ მოითმინა" და "დაიწყო ისევ იმ ტესტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ომის პარტია ლაპარაკობს".

"ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ ტექსტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს —კრემლი, საბჭოთა კავშირი. [...]

როდესაც არის კრიტიკა ობიექტური, ჩვენ სწორედ ამ ობიექტური კრიტიკის მიმღებები ვართ. როდესაც კრიტიკა არის ლობისტური ხასიათისაა და ემსახურება მათ შორის ისეთი პოლიტიკური, რადიკალური მოძრაობების მხარდაჭერას, რომლის ნარატივი და მიზანია რევოლუციების მოწყობა და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც უამრავი კრიმინალი აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების და მათი პოზიციის ლობირება, ჩვენგან ყოველთვის იქნება კრიტიკის საფუძველი", — ამბობს ის.

ვიოლა ფონ კრამონი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც მმართველ გუნდს არ მოსწონს. შესაბამისად, ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მას და ენმ-სთან მეგობრობას, მიკერძოებულობას აბრალებენ.

18 მაისს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელისა და ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონსა და ანა ფოტიგას. ის ამტკიცებდა, რომ იან კელის საქართველო არ უყვარს, კრამონს კი სხვა საქმე არ აქვს.

წულუკიანის ამ განცხადებებს კრამონი გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნების დეზინფორმაცია აღწევს კრემლის დონემდე.

უკვე გუშინ, 19 მაისს კობახიძემ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას კვლავ კრიტიკით პასუხობს და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, "კრამონები და ფოტიგები" არიან ანტიევროკავშირი.

კრამონმა კი კობახიძის კომენტარსაც უპასუხა. "ვის შეუძლია, მათი სერიოზულად აღქმა? სამწუხაროა ამის ყურება" — დაწერა მან ქართული ოცნების თავმჯდომარის საპასუხოდ.