სასამართლოზე რუსმა ჯარისკაცმა დაქვრივებულ უკრაინელს პატიება სთხოვა
21 წლის რუსმა ჯარისკაცმა უკრაინელ ქვრივს სთხოვა, რომ მისთვის ქმრის მკვლელობა ეპატიებინა. ჯარისკაცმა თავისი დანაშაული კიევის სასამართლო პროცესზე აღიარა, რომელზეც უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს განიხილავენ.
რუს ჯარისკაც ვადიმ შიშიმარინს 28 თებერვალს ველოსიპედზე მჯდომი უიარაღო კაცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, რაც ომის სამართლის დარღვევაა. ვადიმმა მოგვიანებით დანაშაული აღიარა და მოკლული კაცის ქვრივს პატიება სთხოვა.
"მესმის, ვერ მაპატიებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ", – ასე მიმართა რუსმა ჯარისკაცმა გარდაცვლილი კაცის ცოლს.
სასამართლო პროცესზე მოკლულის ცოლმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ქმრის გარდაცვალების დღე და აღნიშნა, რომ გასროლის ხმა თავადაც გაიგონა. "მაშინვე ჩემს ქმარს მივვარდი, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. მას თავში ესროლეს და ამის დანახვაზე ბევრი ვიკივლე", — თქვა პროცესზე მოკლულის ცოლმა აკანკალებული ხმით.
ქალის თქმით, მისი ქმარი შეუიარაღებელი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი იყო, როცა თავში ესროლეს. მათ 27 წლის ვაჟი და 2 შვილიშვილი ჰყავთ.
დანაშაულის აღიარების შემდეგ პროკურორები ითხოვენ, რომ რუს ჯარისკაცს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. მოკლულის ცოლი კი თანახმაა, რომ შიშიმარინი აზოვსტალის დამცველებში გაცვალონ.
უკრაინის მთავრობა რუსეთს მშვიდობანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და მათივე თქმით, უკვე 10 ათასზე მეტი ომის დანაშაულის დადგენაა შესაძლებელი. რუსეთის მთავრობა კი ბრალდებებს უარყოფს და არც სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობას აღიარებს.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები