სამართალდამცავების ქმედებები შემაშფოთებელ ფორმებს იღებს აქტივისტთა მიმართ — NGO-ები მჟავანაძეზე
5 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს, შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სამოქალაქო აქტივისტთა მიმართ სამართალდამცავების ქმედებები. ასე გამოეხმაურნენ NGO-ები სირცხვილიას დირექტორის, გიორგი მჟავანაძის დაკავებასა და შესაძლო, არასათანადო მოპყრობას.
ორგანიზაციები მოვუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ.
"ბოლო დროს, შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სამოქალაქო აქტივისტთა მიმართ სამართალდამცავების ქმედებები. თვითნებურად და დაუსაბუთებელად შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელების მიღმა, უკიდურესად პრობლემურია ის ძალადობრივი და აგრესიული ფორმები და მეთოდები, რომლებსაც პოლიცია იყენებს აქტივისტების თუ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, პოლიცია ხშირად, თავად გვევლინება ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების დამრღვევად, რაც არსებითად უთხრის ძირს საზოგადოებაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობას. პრობლემას ამძაფრებს პოლიციაში გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომიც, რისი მთავარი ფაქტორიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
- უფლებები საქართველო (RG);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
სირცხვილიას დირექტორი 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში დააკავეს და ზაჰესში, დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.
მჟავანაძე ჰყვება დაკავების დეტალებს და ამბობს, რომ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქტივისტის თქმით, განყოფილებაში მის სახელზე მისული წერილის ასაღებად მივიდა და ელოდებოდა, როცა პოლიციელმა ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა იქ, მან უპასუხა, რომ "ვიღაც" პოლიციელმა დაურეკა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, გარეთ მოცდა მოსთხოვეს, რაზეც უპასუხა, რომ შენობა მათ არ ეკუთვნით, ხალხისაა და ჰქონდა იქ ყოფნის უფლება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები