"ვის შეუძლია, მათი სერიოზულად აღქმა? სამწუხაროა ამის ყურება", — ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

გუშინ კობახიძემ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას კვლავ კრიტიკით პასუხობს და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, "კრამონები და ფოტიგები" არიან ანტიევროკავშირი.

ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და იან კელი ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რაც მმართველ გუნდს არ მოსწონს. შესაბამისად, ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მათ და ენმ-სთან მეგობრობას, მიკერძოებულობას აბრალებენ.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, ტრადიციულად, კრიტიკით უპასუხა. იმედის ეთერში საუბრისას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელისა და ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონსა და ანა ფოტიგას.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ წულუკიანის შეფასებები იმედგაცრუებას იწვევს და პუტინის საქციელს ჰგავს. მანვე თქვა, რომ ქართული ოცნების დეზინფორმაცია აღწევს კრემლის დონემდე.

ამავე თემაზე: