ნაციონალური მოძრაობა, კრამონები და ფოტიგები არიან ანტიევროკავშირი — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დასავლელი პარტნიორების კრიტიკას კვლავ კრიტიკით პასუხობს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, "კრამონები და ფოტიგები" არიან ანტიევროკავშირი. მისი თქმით, ევროპულ ღირებულებებთან მათთან "საერთოდ არ არის ახლოს".
"სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს ასახელებენ აქ ნაციონალური მოძრაობა და იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის რაღაცა კონკრეტული პატარა ჯგუფი და სინამდვილეში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი.
ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, იმიტომ რომ ევროპული ღირებებული არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა და როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი რასაც შენ გთხოვენ არის, კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი — ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები", — ამბობს ის საზოგადოებრივი არხის ეთერში.
ამ კომენტარის გაკეთებამდე კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე სერიოზულ კომენტარს საერთოდ არ გააკეთებდა კონკრეტული მიზეზების, მათ შორის პირადი ფაქტორების გამო.
ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და იან კელი ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რაც მმართველ გუნდს არ მოსწონს. შესაბამისად, ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მათ და ენმ-სთან მეგობრობას, მიკერძოებულობას აბრალებენ.
გუშინ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, ტრადიციულად, კრიტიკით უპასუხა. იმედის ეთერში საუბრისას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელისა და ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონსა და ანა ფოტიგას.
ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ წულუკიანის შეფასებები იმედგაცრუებას იწვევს და პუტინის საქციელს ჰგავს. მანვე თქვა, რომ ქართული ოცნების დეზინფორმაცია აღწევს კრემლის დონემდე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები