ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილტან შეხვედრა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო გადადო. მისი თქმით, სტოლტენბერგმა, სავარაუდოდ, "არაჯანსაღი აჟიოტაჟის" შემდეგ გადაწყვიტა ამის მიუხედავად ღარიბაშვილს შეხვედროდა.

"იყო დაგეგმილი შეხვედრა, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა ამ შეხვედრის გამართვა, კოვიდი ჰქონდა გადატანილი გენერალურ მდივანს. აქედან გამომდინარე, იყო მისი პოზიცია, რომ გადატანილიყო ეს შეხვედრა. თუმცა, როგორც ჩანს, როდესაც დაინახა მან როგორი არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოყვა ამ შეხვედრის გადადებას, ყოველგვარი სპეკულაციები და ა.შ. მან, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც გადაწყვიტა ამ შეხვედრის გამართვა და ნახეთ, რომ სათანადო პატივისცემით და ყველაფრით იყო გამართული ეს შეხვედრა მის საცხოვრებელ რეზიდენციაში. ძალიან მაღალი დონის და სათანადო შინაარსის შეხვედრა შედგა ჩვენს პრემიერმინისტრსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის", — ამბობს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სტოლტენბერგი შეხვედრას იმ მიზეზით გააუქმებდა რა მიზეზებსაც ოპოზიცია ასახელებდა, მაშინ ხელმეორედ აღარ ჩანიშნავდა. ის აღნიშნავს, რომ შეხვედრის გადადებას არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ ჰქონია.

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს 18 მაისს შეხვდა. თავდაპირველად, NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა დეტალები განხილული არ იყო. მოგვიანებით, ვებსაიტზე ინფორმაცია განახლდა.