კარასინმა და აბაშიძემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "რეფერენდუმი" განიხილეს — რას ამობენ მხარეები
რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან განაცხადა, რომ "ქართველ კოლეგებთან" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "რეფერენდუმის" საკითხი განიხილა.
On.ge დაუკავშირდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ კარასინთან ისაუბრა, თუმცა მისივე თქმით, არ იცის ვის გულისხმობს კარასინი "ქართველ კოლეგებში", რადგან მან რუსეთის წარმომადგენელთან 18 მაისს ტელეფონით ისაუბრა.
როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, კარასინმა უთხრა, რომ მოსკოვში ესმით და საქმის კურსში არიან ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულების თაობაზე ამ საკითხის მიმართ და ამას ყურადღებას უთმობენ.
"სატელეფონო საუბარი გვქონდა, ის შეეხო "რეფერენდუმის" თემას. თქვა, რომ მოსკოვში ესმით და საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების თაობაზე და ამას ყურადღებას უთმობენ. საუბარი გუშინ შედგა. ასევე, თქვა, რომ მოსკოვი ამ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. დაახლოებით ასეთივე კომენტარი მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დმიტრი პესკოვისგან", — თქვა მან.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმი" რუსეთთან ადგილზე არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტულ მედია RIA ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვმა "რეფერენდუმის" დანიშვნაზე განკარგულებას ხელი მოაწერა და ეს გადაწყვეტილება "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილიდან" გამომდინარე მიიღო.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები