ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ Advanced Micro Devices-მა (AMD) და Qualcomm-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს, რასაც AMD-ის აქციების ფასის 9%-იანი ზრდა მოჰყვა — სამშაბათის ვაჭრობის შედეგად, AMD-ის ერთი აქციის ღირებულება 102,8 დოლარი გახდა.

კომპანიების თანამშრომლობა AMD-ის Ryzen PRO 6 000 სერიის პროცესორებისა და Qualcomm-ის FastConnect 6 900-ის ინტეგრირებას გულისხმობს, რომლებიც Microsoft-ის Windows 11-ის მქონე ლეპტოპებს მოემსახურება. კომპანიების თანამშრომლობით შექმნილი პროცესორები ლეპტოპებს უკეთესი ინტერნეტ-კავშირის მიღების საშუალებას მისცემს.

17 მაისს Piper Sandler-ის ანალიტიკოსმა, ჰარაშ კუმარმა კომპანიის აქციებს "ყიდვის" რეიტინგი მიანიჭა და ივარაუდა, რომ ერთი აქციის ღირებულება 140 დოლარამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგნოზის მიხედვით, AMD-ის აქციის ფასმა 36,6%-ით უნდა მოიმატოს.

უოლ სტრიტზე კომპანიის აქციების ფასის ცვლილების პროგნოზს ფრთხილად უყურებენ. აქ ვარაუდობენ, რომ AMD-ის აქციების ღირებულება 30,7%-ით გაიზრდება და 133,95 დოლარს მიაღწევს. უნდა ითქვას, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 37,7%-ით არის გაზრდილი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მხრიდან კომერციულ სექტორზე გაკეთებული აქცენტი მომგებიანი აღმოჩნდა. იქვე აღინიშნება, რომ Qualcomm-თან თანამშრომლობა კომპანიის ზრდის პერსპექტივას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების ღირებულების ცვლილებას საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლია ადევნო თვალი, სადაც ინვესტირების დაწყება 1 დოლარიდან არის შესაძლებელი.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.