უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 231 ბავშვი დაიღუპა, 427-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

პროკურატურის განცხადებით, 17 მაისს დონეცკის ოლქში 9, 12 და 17 წლის ბავშვები მძიმედ დაშავდნენ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. მათივე ცნობით, 18 მაისს მაშველებმა სახლის ნანგრევებში ქალისა და 2 წლის ბავშვის ცხედრები იპოვეს.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 828 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 171 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში