საკუთარი დაბადების დღე თითქმის ყველას უყვარს — ამ დროს ხომ მილოცვებთან და კეთილ სურვილებთან ერთად კარგ საჩუქრებსაც ვიღებთ. მაგრამ ის თუ იცოდი, რომ საჩუქრების მიღება სხვის დაბადების დღეზეც შეგიძლია?

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

თიბისის ლოიალობის პროგრამა — ერთგული უკვე 5 წლისაა. წელს ერთგული დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს და ერთგულ "სტუმრებს" საჩუქრებს თავად ჩუქნის. დაბადების თვის ფარგლებში ერთგულ მომხმარებლებს მრავალფეროვანი შეთავაზებები ელოდებათ.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

პარკ ჰოტელი, Super, აგროჰაბი, Vendoo, ლოპოტა, შატო მერე, ჰოლიდეი ინნ თელავი — ეს იმ ერთგულ ბრენდთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ერთგული მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. იმისათვის, რომ ახალ-ახალი შეთავაზებები არ გამოგეპაროს, თვალი ერთგულის ფეისბუქგვერდს უნდა ადევნო.

ერთგული საშუალებას გაძლევს ძალიან მარტივად დააგროვო და დახარჯო ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. შენ მიერ დაგროვებული ერთგული ქულების დაანგარიშების პრინციპი მარტივია — 1 ქულა = 1 ლარი.