იმის სურვილი, რომ ძალიან გამხდარი იყო, უკვე დრომოჭმულია — ვიქტორია ბექჰემი
ბრიტანელი მომღერლისა და დიზაინერის, ვიქტორია ბექჰემის თქმით, დრომოჭმულია იმის სურვილი, რომ ძალიან გამხდარი იყო. ჟურნალ Grazia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბექჰემმა აღნიშნა, რომ მომხმარებლები დღეს უფრო მეტად ეძებენ თავიანთ ბუნებრივ სხეულზე მორგებულ სამოსს. ამასთან, ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებულები, რომ რაც შეიძლება, "პატარა" გამოჩნდნენ.
"დრომოჭმული დამოკიდებულებაა იმის ნდომა, რომ ძალიან გამხდარი იყო", — ამბობს ვიქტორია, — "ვფიქრობ, ქალებს დღეს სურთ, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდნენ და მომრგვალებული ფორმები ჰქონდეთ. მათ უნდათ, მკერდი და საჯდომი ჰქონდეთ".
ინტერვიუერის შენიშვნაზე, რომ ბექჰემი თავად ყოველთვის ძალიან გამხდარია, დიზაინერი ამბობს, საქმე "კონკრეტულ ზომას" არ ეხება.
"საქმე ეხება იმის ცოდნას, თუ ვინ ხარ და ასევე იმას, რომ საკუთარი თავით ბედნიერი იყო", — აღნიშნავს ბექჰემი, — "მე ჯანსაღად კვებით და ვარჯიშით დისციპლინასა და გართობას შორის ბალანსი დავიჭირე. როცა ახალგაზრდა ხარ, ამ ბალანსის დამყარება გიჭირს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, იმასაც მივხვდი, რას ნიშნავს წონასწორობა. მე, უბრალოდ, ვიცი, რა ამართლებს ჩემთვის".
ბექჰემი აქტიურად ვარჯიშობს. მისი თქმით, საჯდომის ფორმაზე სამუშაოდ ყოველ დილით აკეთებს ჩაჯდომებს. დიზაინერი აღნიშნავს, რომ გარეგნობის ცვლილების სურვილი გასულ წელს გაუჩნდა, როცა პოსტპანდემიურ პერიოდში ოჯახთან ერთად მაიამიში ცხოვრობდა.
"ცვლილება მინდოდა. მინდოდა, ისევ სექსუალურად მეგრძნო თავი", — იხსენებს ვიქტორია, — "მაიამიში ბევრი ქალია, ვისაც მომრგვალებული ფორმები აქვს და ამას შესანიშნავად იხდენენ. სანაპიროზე მიაბიჯებენ, არცთუ ბევრი რამ აცვიათ და ფანტასტიკურად გამოიყურებიან. საკუთარ სხეულებს თავდაჯერებულები აჩენენ. მათი დამოკიდებულებაც და სტილიც თავისუფლებად მიმაჩნია. და, როგორც დედას, მიხარია, რომ [ჩემი შვილი] ჰარპერი ისეთი ქალების გარემოცვაშია, ვისაც თავისი გარეგნობა და მომრგვალებული ფორმები მოსწონს".
თავისუფალი სტილისადმი თავისი დამოკიდებულების გამოხატვა ბექჰემმა საქმეშიც სცადა. დიზაინერის ერთ-ერთი ბოლო კოლექცია მომხმარებლისთვის, ერთი მხრივ, მოხერხებული და კომფორტულია, მეორე მხრივ კი, მას საშუალებას აძლევს, სხეულის ფორმები თავდაჯერებულმა გამოკვეთოს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები