კარა დელევინმა დაჯილდოებაზე უცნაური ქცევებით ყველა გადაფარა
16 მაისს გამართული Billboard-ის მუსიკალური დაჯილდოების მთავარი განხილვის საგანი უჩვეულო მოვლენა გახდა: კარა დელევინის გამოჩენა.
კარა დელევინს მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ, როგორც მოდელსა და მსახიობს, თუმცა ვეჭვობთ, მალე მის სტატუსებს ყველაზე უხერხული სიტუაციების შემქმნელის წოდებაც შეემატება.
ამ 29 წლის ინგლისელი ვარსკვლავის გამოჩენა გავლენიან დაჯილდოებებსა და ღონისძიებებზე არავის უკვირს, თუმცა ამჯერად მისმა ქმედებებმა სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო.
მაინც რა მიქარა ასეთი?! მოდი, თავიდან მივყვეთ მოვლენებს და გაფრთხილებთ, შეიძლება გაოგნებისგან თქვენც ღია დაგრჩეთ პირი.
თითქოს ოსკარებზე უილ სმიტის ქცევა არ გვეყოფოდა...
ამერიკელი რეპერი მეგან თი სტალიონი (Megan Thee Stallion) ბილბორდის დაჯილდოებაზე კარა დელევინთან ერთად გამოჩნდა და ბევრმა იფიქრა, რომ ისინი მეგობრობენ(?).
თავიდან ასეც ჩანდა, როცა ფოტოგრაფების წინ პოზიორობისას კარა მეგანს დაეხმარა, რომ სრულყოფილად გამოჩენილიყო, თუმცა... ამაშიც ჩანდა გადაჭარბებული მონდომება.
ბევრს ისიც აინტერესებს, რატომ უყურებდა კარა გვერდიდან მეგანს ასე უცნაურად:
და ეს მხოლოდ დასაწყისია...
კარამ თავისი ჰიპერაქტიურობა დაჯილდოების მიმდინარეობისასაც გააგრძელა. მაგალითად, ამ ვიდეოში ჩანს, როგორ იჭრება ის მეგანისა და Doja Cat-ის დიალოგში:
ეს კიდევ კარას რეაქცია, როცა მეგან თი სტალიონმა ნომინაციაში გაიმარჯვა:
შემდეგ იატაკზეც გაწვა, რომ Fat Joe-სთვის, Doja Cat-ისთვისა და DJ Khaled-ისთვის ფოტო გადაეღო:
ესეც მისი გადაღებული ფოტო:
ყველაფერი იმდენად უცნაური იყო, რომ ცხადია, სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიყოლებით უამრავი მიმი გაჩნდა:
"მეგან თი სტალიონი ცდილობს, რომ კარას დაემალოს"
არავინ:
მეგან თი სტალიონი: *იხედება საწოლის ქვეშ*
კარა დელევინი:
"კარა დელევინის ქცევამ იმდენად გადაწონა ყველა სამარცხვინო რამ, რაც კი ოდესმე მომსვლია, რომ მგონი, მან ჩემი შფოთვებიც განკურნა"
ხუმრობებთან ერთად კარა დელევინისთვის არც კრიტიკა დაუკლიათ: ბევრის აზრით, მისი ქცევების გამო მეგანი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს.
ინტერნეტში ასევე ამოქექეს ვიდეო, რომელიც წლევანდელ მეთ გალას წვეულებაზეა გადაღებული და მასში ჩანს, რომ კარა მეგანის კოცნას ცდილობს, რეპერი კი მას მხრებზე ხელების დაწყობით იშორებს.
გაიხსენეს გასული წელს მომხდარი შემთხვევაც, როცა კარა დელევინმა აზელია ბენკს სიმღერაში ხელი შეუშალა:
უკომენტაროდ...
მოკლედ, თუ ძილის წინ იმ უხერხულ მომენტებზე ფიქრობთ, რაც კი ოდესმე გადახდენიათ თავს, კარა დელევინის ამ ვიდეოებს უყურეთ და მაშინვე მოგეშვებათ.
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები