Festina უსწრებს მოდას, თავის საათებს აქცევს ტენდენციებად, რომლებსაც მიჰყვებიან სხვები.

მაღაზიათა ქსელ GMT-ში წარმოდგენილი ბრენდის Festina-ს საათები უკვე საუკუნეზე მეტია ესთეტიურობისა და ტექნიკური მახასიათებლების შესანიშნავი შერწყმის სინონიმია. გამორჩეული დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგია და საუკეთესო ფასი — ეს იდეალური კომბინაცია ბრენდის წარმატების საიდუმლოა.

წლების განმავლობაში, Festina ერთგული რჩება თავისი ორიგინალური ხასიათისა და ღირებულებების მიმართ, რასაც ადასტურებს მისი ელეგანტური, კლასიკური და თანამედროვე დიზაინით შექმნილი საათების ფართო ასორტიმენტი. Festina არ მიჰყვება მოდას, ის უსწრებს მას, თავის საათებს აქცევს ტენდენციებად, რომლებსაც მიჰყვებიან სხვები.

ფოტო: Festina

Festina-ს კოლექციები განკუთვნილია დინამიური და საკმაოდ მომთხოვნი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. Festina-ს წარმოებული ყოველი მოდელი, იწვევს უნივერსალურ ემოციებს, როგორიცაა სიყვარული, თავისუფლება და ვნება. Festina-ს ბრენდ ამბასადორები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯერარდ ბატლერი.

დღეს Festina Group პრესტიჟული საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ექვს ბრენდს, (Calypso, Lotus, Festina, Regata, Jaguar და Candino), ასევე, წარმოადგენს ორ პრემიუმ კლასის ბრენდს (Perrelet და L.Leroy) და ორ საიუველირო ბრენდს (Lotus Style და Lotus Silver).

გლამური, ქალურობა და დახვეწილობა — ამ საუკეთესო ნაზავით შექმნილი საათებით, ბრენდი ახალ სიმაღლეებს იპყრობს და კიდევ უფრო მაღლა დგას მოდური საათების ინდუსტრიაში. ქალბატონებს, კოლექციების მიხედვით, საინტერესო არჩევანი აქვთ, როგორებიცაა: Boyfriend, Ceramic, Extra და Mademoiselle.

საათები ასხივებენ უცველელ და, ამავდრულად, ყოველთვის ტრენდულ იერს, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. კოლექციები უნიკალური დიზაინის ელემენტებით არის შემკული და გამოირჩევა ელეგანტური ფორმებით. სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მოდელები აღჭურვილია იაპონური კვარცის მექანიზმებით.

Festina-ს მაჯის საათები ყველაზე პრეტენზიული გემოვნების ქალბატონებსაც ხიბლავს. ის იდეალური საჩუქარია განსაკუთრებული დღეების აღსანიშნავად ან უბრალოდ საუკეთესო ემოციებთან დასაკავშირებლად.

ფოტო: Festina

Festina-ს 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, GMT-ის მაღაზიათა ქსელი, 300 ლარიდან შენაძენზე, ქალბატონებს საჩუქრად მათთვის შეუცვლელ აქსესუარს, ჩანთას გადასცემს. ესპანური ბრენდის ჩანთები ლიმიტირებული რაოდენობისაა. საჩუქრის მიღება მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც ონლაინ ყიდვისას, ისე ფილიალებში.

გაეცანით საათების ონლაინ კატალოგს, ხოლო ფილიალების მისამართების ნახვა შეგიძლიათ აქ.