"ძალიან გინდათ ამ მთავარ არხს, რომ ასე დრამატიზება იყოს და რაღაცნაირად, NATO-ს მიღმა დავრჩეთ, მაგრამ ვერ მოგართვით", — ასე უპასუხა ზარქუამ მთავარი არხის კითხვას ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმებაზე.

ზარქუა ამბობს, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

"ბატონი სტოლტენბერგი რამდენიმე დღის წინ იყო კოვიდით ინფიცირებული, შემდეგ გამოჯანმრთელდა თითქოს, თუმცა ისევ შეუძლოდ გახდა და სწორედ ამას უკავშირდება, რომ არა მხოლოდ ბატონ ღარიბაშვილთან, არამედ დღეს სხვა თანმდევი შეხვედრები გადადო", — თქვა ზარქუამ.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურ ვებსაიტზე იძებნება, თუმცა დეტალები განხილული არ არის.

ამავე თემაზე: