ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტებისა და თარიღების დაფიქსირება ძალიან მოსწონთ. ზოგმა კი გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისთვის სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ტატუც მიეძღვნა და მაშ შორის, არც ცნობილი ადამიანები არიან გამონაკლისები.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანის ტატუს ნახავ, რომელიც აქამდე ბევრჯერ შეგიმჩნევია, მაგრამ მისი სიმბოლური მნიშვნელობა არ იცოდი. როგორც ჩანს, ცნობილი ადამიანები ტატუს მეშვეობით სხვადასხვა მოვლენას ხშირად აღნიშნავენ და საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულსაც ასე გამოხატავენ.

1. ემა სტოუნმა დედის სიმსივნისგან განკურნების ნიშნად ფრინველის ფეხი ამოისვირინგა

ფოტო: Getty Images


ტატუ ემა სტოუნისა და მისი დედის საყვარელ Beatles-ის სიმღერა Blackbird-ს განასახიერებს. ემა სტოუნის წერილის მიღების შემდეგ ეს სიმღერა პოლ მაკარტნიმ სწორედ მათთვის შექმნა.


2. სელენა გომეზმა მკლავზე თირკმლის გადანერგვის თარიღი ამოისვირინგა

ფოტო: Getty Image


მომღერლის მსგავსი ტატუ მისმა მეგობარმა და თირკმლის დონორმაც გაიკეთა.

3. მეისი უილიამსმა და სოფი ტერნერმა თარიღი 07.08.09 ამოისვირინგეს, რაც Game of Thrones-ში მათ გადაღებას აღნიშნავს

ფოტო: Instagram

4. დევიდ ბექჰემმა თავისი 4 წლის შვილის ნახატი ამოისვირინგა, რომელზეც პატარა გოგო და გულის ფორმაა გამოსახული

5. არიანა გრანდემ ყურის უკან ფუტკრის ტატუ გაიკეთა, რითაც 2017 წლის მანჩესტერის კონცერტზე ტერორისტული თავდასხმისას დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგო


ფუტკარი ვიქტორიანული ეპოქიდან მანჩესტერის სიმბოლოდ ითვლება.

6. ტრევის ბარკერს კორტნი კარდაშიანმა ფრაზა "მე შენ მიყვარხარ" საკუთარი ხელით ამოუსვირინგა

ტატუ კი ასე გამოიყურება

ფოტო: Instagram

7. იმ დღიდან ერთი წლის შემდეგ, როცა დემი ლოვატო საავადმყოფოში ნარკოტიკების ზედოზირების გამო გადაიყვანეს, მომღერალმა სიტყვა "გადარჩენილი" ამოისვირინგა

8. ჰეილი ბიბერმა ჯასტინ ბიბერთან ქორწინების წლისთავზე თითზე ქმრის ინიციალი ამოისვირინგა

9. რიანამ ბებიის ხსოვნის ნიშნად ქალღმერთ ისისის ტატუ გაიკეთა

ფოტო: Getty Images


მომღერალს სურდა, რომ ბებია "ყოველთვის მის გულში" ყოფილიყო.

10. და ბოლოს, ანჯელინა ჯოლის მკლავზე კოორდინატები აქვს ამოსვირინგებული, რომლებიც მისი შვილების დაბადების ადგილებს აღნიშნავს

ფოტო: Getty Images