ავტომობილის დაზღვევა ალდაგში დღეში 5 ლარიდანაა შესაძლებელი. პროდუქტ ოპტიმუმით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. ალდაგის ავტოდაზღვავა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ავტო ოპტიმუმს საჩუქრად მძღოლისთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები მოყვება. მათ შორის, ფასდაკლება სოკარისა და ვისოლის საწვავზე, ამბოლისა და ვიანორის სრულ პროდუქციაზე, გრინვეის ტექმომსახურების სერვისებსა და გრინვოშის რეცხვის მომსახურებაზე.

ოპტიმუმ დაზღვევა მინიმალურ ფიქსირებულ ფრანშიზას (თანამონაწილეობას) გულისხმობს, რის გამოც მისი ფასი სტანდარტული ავტოდაზღვევის ფასთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია.

"მძღოლებს დღეში 5 ლარიდან შეუძლიათ ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან გათავისუფლება, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯები. დღეში 5 ლარი ის თანხაა, რომელსაც ყოველდღიურად ხშირად უსარგებლო პროდუქტში ვიხდით, მაშინ როდესაც შეგვიძლია ეს თანხა რაციონალურად გამოვიყენოთ და საკუთარი თავი მოულოდნელი ხარჯებისგან დავიცვათ", — აცხადებენ ალდაგში.

ალდაგი ავტოდაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ალდაგში მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია.