უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 229 ბავშვი დაიღუპა, 424-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

პროკურატურის განცხადებით,17 მაისს დონეცკის ოლქში, საცხოვრებელ კორპუსზე ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაშავდა 9 წლის ბავშვი.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 772 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 161 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში