უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთში იძულებით 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელი გადაიყვანეს, რომელთა შორისაც 220 ათასი ბავშვია. ამის შესახებ მან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან ისაუბრა.

"რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოქალაქეების თავის ტერიტორიაზე გადასაყვანად სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა. აგრესორი სახელმწიფოს ფედერალურ ოლქებში უკრაინელებისთვის დროებით განთავსების პუნქტების მოწყობაზე დირექტივები გაიცა. მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები მისამართებით, პასუხისმგებელი პირების გვარებით, თითოეულ პუნტქში ადგილების რაოდენობით. დღეს ადგილების 33% ჯერ კიდევ არ არის შევსებული, ამიტომ, აშკარაა, რომ გაჩერებას არ აპირებენ", — განაცხადა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში