არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ გაფრთხილებათა და მუქარად აღიქმება. ამასთან, მათი თქმით, ამან, შესაძლოა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს.

"კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს", — ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • მედიაკლუბი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მედიის უფლებები;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • მედიაომბუდსმენი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);
  • მწვანე ალტერნატივა;
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  • საქართველოს პენცენტრი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • საზოგადოება და ბანკები;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI);
  • დემოკრატიის ინსტიტუტი;
  • ევროპის ფონდი;
  • ცენტრი ემპათია;
  • მწვანე სექტორი;
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საფარი;
  • სირცხვილია • Shame Movement.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: